მენიუ
მუზეუმის მაღაზია

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმისქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის

ეროვნული საგანძურიეროვნული საგანძური

მუზეუმის მისიაა ხელი შეუწყოს თანამედროვე სახვით ხელოვნებას.
ჩამოსქროლე
GEORGIAN MUSEUM OF FINE ARTS
აღმოაჩინე
მუზეუმუს სიმბოლო

შენობის ცენტრალურ ფასადზე გამოსახულია არწივის ქანდაკება, როგორც მუზეუმის სიმბოლო, რომელიც შეიქმნა ძვ.წ.აღ-ის IX-I საუკუნეების სამი მინიატურული არწივის ქანდაკებების მიხედვით, სამივე აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრების დროს, ვანის მღვიმეებში, დასავლეთ საქართველოში.

მიზანი იყო საქართველოსთვის შენარჩუნებულიყო ეს უნიკალური კოლექცია...

გია ჯოხთაბერიძე

ეწვიეთ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს

მუზეუმის დათვალიერების დაწყება სასურველია ბოლო სართულიდან. მე-5, მე-4 და მე-3 სართულებზე ქრონოლოგიური განვითარების პრინციპით განლაგებულია სკულპტურული, ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები და ნახატი-ობიექტები. სამივე სართულზე, ისტორიულ-პოლიტიკური პერიოდების თვალსაზრისითაც, საკმაოდ მრავალფეროვანი სურათი იქმნება - სოციალისტური რეალიზმის, დათბობის პერიოდის, საბჭოთა რეჟიმის დაშლის, ცივი ომის, სამოქალაქო ომის და დამოუკიდებელი საქართველოს სახით. თითოეული სართული განსხვავებული თხრობაა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ქართული ფერწერა სახვითი ტრადიციების შენარჩუნებასა და ამავდროულად ცვლილებებისკენ სწრაფვას.

360º ტური
დროის ხაზის ნახვა

1865 წლიდან დღემდე

ადგილის ისტორია

 

რუსთაველის 7 ნომერს დიდი ისტორია აქვს.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ადგილას 1865-1867 წლებში იყო სასტუმრო „ორიანტი“. სასტუმროს შენობა აიგო ოტო სიმონსონის პროექტით, თავდაპირველად აქ იყო საოლქო სასამართლო და სასამართლო პალატა. 1894 წელს შენობა ნ. მირიმანოვმა შეიძინა და ალბერტ ზალცმანის პროექტით სასტუმროდ გადაკეთდა. ეს იყო გრძელი, სამსართულიანი ნაგებობა, რომლის ფასადებიც რენესანსული ეკლექტიზმის დამახასიათებელ ნიმუშს წარმოადგენდა. შენობას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა გოლოვინის პროსპექტის განაშენიანებაში.

„ორიანტი“ 1895 წლის აპრილში გაიხსნა. „ორიანტი“ ქალაქის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სასტუმრო იყო. მას ხშირად უცხო სახელმწიფოთა დელეგაციები სტუმრობდ. „ორიანტი“ თბილისური და ჩამოსული ბოჰემის საყვარელი სასტუმრო იყო. გრიგოლ რობაქიძე ასე წერდა სასტუმრო „ორიანტზე“: „ბევრი მათგანი სასტუმრო ორიანტისაკენ აშურებდა, რომლის საიდუმლო ყველასათვის გამოუცნობი რჩებოდა: არავინ იცოდა, თუ რით ცხოვრობდა „ორიანტში“ მცხოვრები.

1924 წელს სასტუმროში ცხოვრობდა სერგეი ესენინი, , 1927 წელს თეოდორ დრაიზერი, 1928 წელს -მიხეილ ბულგაკოვი, 1932 წელს ბორის პილნიაკი და კორნეი ჩუკოვსკი, 1933 წელს - ბორის პასტერნაკი და ნიკოლაი ტიხონოვი, 1936 წელს - ანდრე ჟიდი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში „ორიანტმა“ ერთგვარად კულტურული პროფილი შეიძინა. 1918 წელს სასტუმროს რამდენიმე ოთახი ეკავა ჟურნალ ARS-ის რედაქციასა და არტისტერიუმს, რომელსაც პოეტი ს. გოროდეცკი ხელმძღვანელობდა. იმ წლის აპრილში რედაქციაში გამართულ დიდ გამოფენაში რუსული ავანგარდის წამყვან წარმომადგენლებთან ერთად (მალევიჩი, ტატლინი, ბურლიუკი, გონჩაროვა, ლარიონოვი, ფილონოვი, როზანოვა) თბილისელმა მახატვრებმაც (გუდიაშვილი, ზდანევიჩი) მიიღეს მონაწილეობა.

ივლისში აქ გამოიფინენ ლ. გუდიაშვილი და ა. ბაჟბეუქ-მელიქოვი.

1928 წელს მაისში მოეწყო პარიზიდან ახლადდაბრუნებული დავით კაკაბაძის გამოფენა, 1929 წელს კი ბორის რომანოვსკის. 1929 წელს ლადო გუდიაშვილმა მოხატა სასტუმროს ფოიე, მაგრამ მხატვრობა მალევე ჩამოფხიკეს და გადაღებეს.

1977 წელს სასტუმრო „ინტურისტი“ გაუქმდა და სივრცე დაეთმო მხატვრის სახლს. 1991 წელს, სამოქალაქო ომის დროს, შენობას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა.

2013 წლიდან კი გაჩნდა იდეა ეს ადგილი ქართული ხელოვნების სახლად ქცეულიყო და დაიწყო მუზეუმის მშენებლობა. 5 წლის შემდეგ, 2018 წლის 2 ოქტომბერს კი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კარი გაიღო და აქაურობამ პირველ დამთვალიერებლებს უმასპინძლა.

გამოყენებული ლიტერატურა - დავით ხოშტარია, „თბილისი, ძველი სასტუმროები“, 2011წ.

2018

მუზეუმის შენობა

შენობის ცენტრალურ ფასადზე გამოსახულია არწივის ქანდაკება, როგორც მუზეუმის სიმბოლო, რომელიც შეიქმნა ძვ.წ.აღ-ის IX-I საუკუნეების სამი მინიატურული არწივის ქანდაკებების მიხედვით, სამივე აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრების დროს, ვანის მღვიმეებში, დასავლეთ საქართველოში.

1865 წლიდან დღემდე
ადგილის ისტორია
  რუსთაველის 7 ნომერს დიდი ისტორია აქვს. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ადგილას 1865-1867 წლებში იყო სასტუმრო ...
მეტის ნახვა
2018
მუზეუმის შენობა
შენობის ცენტრალურ ფასადზე გამოსახულია არწივის ქანდაკება, როგორც მუზეუმის სიმბოლო, რომელიც შეიქმნა ძვ.წ.აღ-ის IX-I ...
მეტის ნახვა
სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები