მუზეუმში გამოფენილია მისი დამფუძნებლების - გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის ოჯახის სურათების კერძო კოლექცია, რომელიც 80-მდე მხატვრის 3500 ხელოვნების ნიმუშს მოიცავს. 

სტატიები:




მუზეუმი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

საგამოფენო სივრცე 7000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, უნიკალური საცავი კი 6000 კვადრატული მეტრის სურათებს იტევს. მუზეუმი პასუხობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის ყველა პირობას, როგორც მდგრადობის, ისე ტემპერატურული რეჟიმის და განათების  თვალსაზრისით.  სივრცეს აქვს ასევე 120 კაციანი საკონფერენციო დარბაზი და 300 კვადრატული მეტრის ფართის საექსპოზიციო დარბაზი დროებითი გამოფენებისთვის.
მუზეუმის ფასადზე განთავსებულია არწივის სკულპტურა. ეს არის მუზეუმის სიმბოლო, რომელიც შექმნილია არქეოლოგიური გათხრების  შედეგად დასავლეთ საქართველოში, ვანის ქვაბებში აღმოჩენილი სამი მცირე ზომის არწივის ქანდაკებების მიხედვით. ქანდაკებები ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებით თარიღდება.
მუზეუმი პოპულარიზაციას გაუწევს  ქართულ თანამედროვე  სახვით ხელოვნებას, დამატებით მოტივაციას შეუქმნის მხატვრებს, შესაძლებლობას მისცემს ხელოვნებათმცოდნეებს ჩაატარონ კვლევები. ეს სივრცე გვსურს იქცეს ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად. მუზეუმში არსებულ კოლექციას პერიოდულად ახალი ნამუშევრები შეემატება და მუდმივი ექსპოზიციის გარდა, დროებითი გამოფენებიც გაიმართება. მუზეუმს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე უცხოელი დამთვალიერებლისთვის, რათა წარმოდგენა შეიქმნას ჩვენი ქვეყნის კულტურაზე.
მუზეუმის სტუმრებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, შექმნილია მუზეუმ კაფე და მაღაზია, ასევე არტჰაუსის ულტრათანამედროვე კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, კაფეებს, ლაუნჯს, საცურაო აუზს, ფიტნეს კლუბს  და ქართველი დიზაინერების ბუტიკს. მიწის ქვეშ განთავსებულია სამსართულიანი ავტოფარეხი, რომელიც გათვლილია 155 მანქანაზე.
 
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კარი ღიაა ყველასთვის და მისი მთავარი მიზანია, გააცნოს მსოფლიოს ქართული თანამედროვე ხელოვნება, ცხოვრების სტილი და ის ტრადიციები, რაც ჩვენს ქვეყანას დღემდე ამოძრავებს.  

 


Subscribe to Our Newsletter